დღეს ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტის თემა და მოკლე მონახაზი. საკმაოდ საინტერესო თემები იყო წარმოდგენილი. განხილულ იქნა ყველა პროექტის მიზანი, განხორციელების გზები, მიღებული პროდუქტი და მისი მინშვნელობა სასწავლო პროცესში. ჩემთვის ახალი და საინტერესო შენიშვნები და მიმართულებები მომაწოდეს მონაწილეებმა, რითაც კმაყოფილი ვარ. გაიზარდა ჩემი პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვაპროექტის განხორციელების მოტივაცია, რაც აუცილებელია ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის.
ამავე დღეს გავეცანი ბუკლეტის, გაზეთის შექმნის პროცესს და მის მნიშვნელობას პროექტის განხორციელებისათვის. თუ რამდენად ეფექტურია ბეჭდვითი გამოცემები სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში.
მივიღე საშინაო დავალება: ბუკლეტის შექმნა ჩემი პროექტისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий