понедельник, 18 июля 2016 г.

დღე 9

    ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. შევიძინე პროექტებით სწავლების ახალი უნარები, რაც  ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკაა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
     ,, ჩემი პროექტი გესმის ჩემი ხმა?" მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის, იმიტომაც, რომ სკოლის ცხოვრებისათვის დიდ როლს ითამაშებს მათ მიერ შექმნილი რადიოხაზი. მოსწავლეები დამსახურებულად იამაყებენ ამით. მე ვთვლი, რომ ჩემი პროექტის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ რადიოხაზის შექმნის პროცესში მოსწავლეებს უნებურად შემოესწავლებათ წილადები. ეს ის წილადებია, რომლის შესწავლა უჭირთ და ეზარებათ მოსწავლეებს.
      ჩემთვის შემეცნებითი იყო სხვა პროექტებიც. მაგალითად, ყველასგან გამოვარჩევ პროექტს ,,მე ვქმნი კომიქსებს." საინტერესო იყო ჩემთვის იმით, რომ მე ვისწავლე ინტერნეტის გამოყენების ის უნარები, რომლითაც ჯერ მე, შემდეგ ჩემი დავალებით და მითითებებით მოსწავლე შექმნის კომიქსებს, თამაშებს, რომელსაც სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენებთ.(როგორც  ისტ-ის  მასწავლებელი).

     მადლობა პროექტის ავტორებს, ტრენერს, მონაწილეებს. წარმატებები!





воскресенье, 17 июля 2016 г.

დღე 8

   დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებები. დავხვეწეთ გარდნერი-ბლუმის მატრიცა.
    ძირითადი სამუშაო: ტექნიკური მხარეები განვიხილეთ. ეს პროცესი საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის. ბლოგის დიზაინი, ფაილების ჩაშენება, გვერდის ჩაშენება. მაინც დამღლელი სამუშაოა.
   საშინაო დავალება:  ფარული კენჭისყრით ორი მონაწილის, ერთის  თეთრი და მეორესი შავი ოპონენტის როლი უნდა შევითავსო და  შევაფასო მათი პორტფოლიოები.



суббота, 16 июля 2016 г.

დღე 7

    შრომატევადი დავალება მქონდა. მე უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ტრენერმა მომიწონა და შემაქო, შემისწორა, მიმართულება მომცა, რა გზით და ხერხებით უნდა გამეკეთებინა კორექტირება. მოვუსმინე სხვების დავალების განხილვას. ესეც დამეხმარა. დავალება ჩავასწორე, მგონი კარგია.
    ახალი მასალა:  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებების ადაპტირება; პროექტის შეფასების სქემა; ჯგუფური განხილვის რუბრიკა; პრეზენტაციის რუბრიკა; კვლევის რუბრიკა. ბუკლეტის რუბრიკა. დავალების შერულება გამიადვილდა, იმიტომ რომ პროექტის გეგმის და პრეზენტაციის შედგენისას ღრმად ჩავწვდი დავალების არსს.
     გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის ინტელექტები. განვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის მარტიცის მაგალითი. შთაბეჭდილება დიდი იყო, საინტერესო. გამოწვევა უფრო დიდი. ალბათ გამიჭირდება ჩემი პროექტის ფარგლებში  გარდნერისა და ბლუმის მატრიცის   შედგენა; მაგრამ ვიცი რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

пятница, 15 июля 2016 г.

დღე 6

  განვიხილეთ საშინაო დავალებები. ჩემს დავალებაში ბევრი რამე ჩავასწორე და დავხვეწე.
   განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნის საშუალებები. ტექნიკური მხარე ჩემთვის ნაცნობი იყო, თუმცა საოფისე პროგრამები 2016-ის ინსტრუმენტები არ ვიცოდი და ხალისით დავეუფლე ამ საშუალებებს.
  მოცემული მაქვს საშინაო დავალება: შევქმნა სასკოლო პროექტის პრეზენტაცია მოსწავლის გადმოსახედიდან.  ცოტა ბურუსით მოცულია პრეზენტაციის თემატიკა, მაგრამ  გავეცნობი სახელმძღვანელოში პრეზენტაციის შაბლონებს და იმედი მაქვს კარგი პრეზენტაცია გამომივა.

понедельник, 11 июля 2016 г.

დღე 5

დღეს გვქონდა  წინა ტრენინგის და საშინაო დავალების უკუკავშირი. მე გავიხსენე დავიწყებული საკითხები და ჩავასწორე ჩემს დავალებაში რაც არ მქონდა სრულყოფილად.
ვისწავლე ინტერნეტის ის ინსტრუმენტები რომელთა საშუალებით შეიძლება ონლაინ თანამშრომლობა. მე ვიყენებდი ზოგიერთ ინსტრუმენტს (ელფოსტა, ფეისბუქი). ახლა ვიცი gmail-ში ჩატის გამოყენება, ჯგუფური ჩატი და ვიდეოზარი. ყველაფერი ეს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციისთვის გამომადგება. ვფიქრობ ბავშვებიც ინტერესით ჩაერთვებიან.
ძალიან საინტერესო და ვფიქრობ საჭირო და აუცილებელი  იყო საავტორო უფლებების გაცნობა და შექმნა., რასაც გამოვიყენებ მოძიებული მასალების გამოყენებისას.
  საშინაო დავალება:ტრენინგის მონაწილის გეგმის შეფასება შეფასების კრიტერიუმებით. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ვნახოთ რას მოვახერხებ.

суббота, 9 июля 2016 г.

დღე 4



   დღეს გავაგრძელეთ მე-2 მოდულის განხილვა. ჩვენი მუშაობის პროცესი მოიცავდა შეფასების სხვსდასხვა მეთოდის განხილვას,  მათ განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად.  როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში.  ეს საკითხი რაღაც დოზით ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი ვისწავლე და გამომადგება  პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებისას.
   მუშაობის პროცესში ტრენერის მიერ გაკეთებული განმავითარებელი შეფასებებით  ჩემი მოტივაცია ამაღლდა,   უფრო თავდაჯერებული და თვითრეგულირებადი გავხდი.

понедельник, 4 июля 2016 г.

დღე-3

 ტრენინგის მესამე,  შრომატევადი და ბევრის მომცემი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა. სტანდარტის და მიზნების ურთიერთკავშირი უფრო ღრმად შევისწავლე; ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. კარგად გავერკვიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსში. ამის შემდეგ გამიადვილდა პროექტის გეგმის შევსება.

суббота, 2 июля 2016 г.

დღე 2


  დღეს ყველა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტის თემა და მოკლე მონახაზი. საკმაოდ საინტერესო თემები იყო წარმოდგენილი. განხილულ იქნა ყველა პროექტის მიზანი,  განხორციელების გზები,  მიღებული პროდუქტი და მისი მინშვნელობა სასწავლო პროცესში. ჩემთვის ახალი და  საინტერესო შენიშვნები და მიმართულებები მომაწოდეს მონაწილეებმა, რითაც კმაყოფილი ვარ. გაიზარდა ჩემი პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვაპროექტის განხორციელების მოტივაცია, რაც აუცილებელია ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის.

ამავე დღეს გავეცანი ბუკლეტის, გაზეთის შექმნის პროცესს და მის მნიშვნელობას პროექტის განხორციელებისათვის. თუ რამდენად ეფექტურია ბეჭდვითი გამოცემები სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში.  

მივიღე საშინაო დავალება: ბუკლეტის შექმნა ჩემი პროექტისთვის.

понедельник, 27 июня 2016 г.

დღე1

     ჩემი მოლოდინი იყო  ჩვეულებრივი ტრენინგი, რომელიც შემასწავლიდა: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რაც მართლაც მოხდა; მაგრამ ჩემთვის მთავარი, საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროექტის პორტფოლიოს შექმნა და შემუშავება, რომელსაც გამოვიყენებ კლასში  სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და რომელიც დამეხმარება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
    გავეცანი ტრენინგის მიზნების ვრცელ მიმოხილვას; ვნახე ვიდეო თანამედროვე გაკვეთილი, როცა ბავშვები მასიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს პრობლემის გადასაჭრელად, ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულია: მასწავლებელი როგორც მიმართულების მიმცემი;  მშობელი, როგორც აქტიური მონაწილე და მოსწავლის დამხმარე. ვნახე უკვე შემუშავებული და განხორციელებული პორტფოლიოები. ამ ყველაფერმა გააღვივა ჩემი ინტერესი, ამიმაღლდა მოტივაცია.
   შევქმენი ჩემი ბლოგი და გლოგზე პორტფოლიო. ჩავინიშნე დავალება შემდეგი შეხვედრისთვის: შევიმუშაო ჩემი პროექტის იდეა და გეგმის მონახაზი.
       საინტერესოა როგორ გამომივა.