ჩემი მოლოდინი იყო ჩვეულებრივი ტრენინგი, რომელიც შემასწავლიდა: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რაც მართლაც მოხდა; მაგრამ ჩემთვის მთავარი, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროექტის პორტფოლიოს შექმნა და შემუშავება, რომელსაც გამოვიყენებ კლასში სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და რომელიც დამეხმარება სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებაში.
გავეცანი ტრენინგის მიზნების ვრცელ მიმოხილვას; ვნახე ვიდეო თანამედროვე გაკვეთილი, როცა ბავშვები მასიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს პრობლემის გადასაჭრელად, ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულია: მასწავლებელი როგორც მიმართულების მიმცემი; მშობელი, როგორც აქტიური მონაწილე და მოსწავლის დამხმარე. ვნახე უკვე შემუშავებული და განხორციელებული პორტფოლიოები. ამ ყველაფერმა გააღვივა ჩემი ინტერესი, ამიმაღლდა მოტივაცია.
შევქმენი ჩემი ბლოგი და გლოგზე პორტფოლიო. ჩავინიშნე დავალება შემდეგი შეხვედრისთვის: შევიმუშაო ჩემი პროექტის იდეა და გეგმის მონახაზი.
საინტერესოა როგორ გამომივა.